The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჭოღოშვილი

გიორგი ჭოღოშვილი
Date of birth:21 December, 1914
Date of death:1998  (at 83 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

1931-1932წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1935 წელს.

1940-1998წწ. მუშაობდა თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ამასთანავე, 1946-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გამგე იყო. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად მოიცავს ტოპოლოგიის სამ მთავარ მიმართულებას - სიმრავლურს, დიფერენციალურსა და ალგებრულს. სიმრავლურ ტოპოლოგიაში მან შეისწავლა წერტილოვან სიმრავლეთა მნიშვნელოვანი ინვარიანტი - მეტრიკული განზომილება; დაადგინა კრებადობის სივრცეთა ახალი აქსიომატიკა; აღმოაჩინა სივრცეთა უსასრულო ნამრავლების ტოპოლოგიათა ახალი მეთოდი; დიფერენციალურ ტოპოლოგიაში შეისწავლა საზღვრიანი მრავალსახეობების, ე.წ. მორსის ფუნქციათა დონის ზედაპირების ჰომოლოგიის ჯგუფები; მან პირველმა აღწერა თანამედროვე დიფერენციალური ტოპოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი "კონსტრუქცია", რომელიც "სფერული მოდიფიკაციის" სახელითაა ცნობილი; ალგებრულ ტოპოლოგიაში განაზოგადა პ. ალექსანდროვის თეორემა და დაამტკიცა ჰაუსდორფის სივრცისათვის სპექტრული იზომორფიზმი; საფუძველი ჩაუყარა სფერული და არალოკალურად კომპაქტური სივრცეების ნებისმიერ ქვესიმრავლეთა ჰომოლოგიის თეორიას, რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა; მან მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა მათემატიკის ისტორიასა და საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიას; მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით პირველდ ქართულ ენაზე ითარგმნა ევკლიდეს "საწყისები". მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1946).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. - გვ. 405; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.157-158

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-)

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: