The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ხელაძე

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1937  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკუნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1965წწ. იყო დაბა შკოტოვოს რაიონული საავადმყოფოს ქირურგი; 1965-1967წწ. ვლადივასტოკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის ფაკულტეტის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1969-1973წწ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ქირურგი; 1974-1977წწ. თიანეთის რაიონის მთავარი ექიმი; 1977-1980წწ. ეთიოპიის ქ. ასაბის ჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1981 წლიდან ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გასტრო-კავალური ვენური ანასთომოზი პორტული ჰიპერტენზიის დროს".

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.361

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • ჰემატოლოგიური საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - რესპუბლიკის დამსახურებული მედ. მუშაკი

გააზიარე: