შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხეროდინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1973წწ. იყო კასპის რაიონის საავადმყოფოს გინეკოლოგი; 1973-1978წწ. კიევის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1980-1988წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დოცენტი; 1990-1992წწ. ამავე კათედრის პროფესორი; 1992 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეპროდუქცია-პათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1996 წლიდან - სახელმწიფო პროგრამის "უსაფრთხო დედობა" კოორდინატორი. ავტორია 84 სამეცნიერო ნაშრომის; მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს კუმშვადობის ტელემეტრიული კონტროლი", დაიცვა 1977 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მშობიარობის შემდგომი სეპტიური დაავადებების და ორსულთა ტოქსიკოზების იმუნოლოგიური სტატუსი", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.362 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |