შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ხოდელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვოროშილოვგრადის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1973წწ. მუშაობდა რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1973-1980წწ. იყო ქიმიური ქარხნის მედ. სან. ნაწილის პოლიკლინიკის და სტაციონარის, ქალაქის ტრავმატოლოგიური პუნქტის ექიმი. 1981 წლიდან თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1996 წლიდან მუშაობს ექიმთა დიპლომისშემდგომი დახელოვნების სამედიცინო აკადემიის ნორმალური ანატომიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის თანამშრომელი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქირურგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული კარდიო-ქირურგიის ლაბორატორიის გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მარცხენაპარკუჭოვანი შემოვლის ეფექტურობის გაზრდა", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.365
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |