The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ხვინგია

მიხეილ ხვინგია
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1994  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1948 წელს.

1966 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილებას; 1954 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1972 წლიდან იყო თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მანქანათა დინამიკა და სიმტკიცე, ვიბრაციული ტექნიკა, მანქანათა აკუსტიკა, ბიომექანიკა. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1972), ქართველი მეცნიერი მანქანათმშენებლობისა და მანქანათმცოდნეობის დარგში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 477

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: