Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ძაბირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კლდეეთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატოკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე; რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1979-1993წწ. იყო რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ამ პარტიის არალეგალური ჟურნალის, "სამრეკლოს" ერთ-ერთი გამომცემელი და ავტორი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბლოკი "11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პროპორციული სიით, მაჟორიტარი №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის გაასამართლეს 1984-1987 წლებში; სასჯელს იხდიდა პერმის პოლიტპატიმართა ბანაკში. განთავისუფლებისთანავე კვლავ ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. 2003 წლიდან ეწევა პოლიტოლოგიურ საქმიანობას. ერთი მონოგრაფიისა და მრავალი პუბლიცისტური სტატიის ავტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.164; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.384 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |