შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი ხოფერია-კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1950–1963წწ. იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1963–1964წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე; 1964–1974წწ. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1992წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 72 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოთალამური ნეიროსეკრეციის როლი ათეროსკლეროზის პათოგენეზში ექსპერიმენტული ჰიპერქოლესტერინემიის დროს კურდღლებში", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.366 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |