The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ხუნდაძე

დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1984 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის ქირურგიის განყოფილების თანამშრომელი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის. 1984–1991წწ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მივლინებული იყო მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში და 1994 წელს ქალაქ ზაბჟეს(პოლონეთი) კარდიოქირურგიულ კლინიკაში. კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კორონალურ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზის პროგრესირება და მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის კუმშვადუნარიანობის ცვლილებები კორონალური შუნტირების შემდგომ პერიოდში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.368


გააზიარე: