Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ბაქაქური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2006 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის (აშშ) კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2002-2003წწ. იყო საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჯორჯთაუნის (ვაშინგტონი, აშშ) უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჯგუფში. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტად, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელად, პროექტის დირექტორად; თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად. 2007-2010წწ. იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კომერციული სამართლის კლინიკის ლექტორი. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული მრჩეველი; 2014 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, ხოლო 29 ოქტომბრიდან-უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.246 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |