| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ბაქაქური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1996 წელს; იყო აკ. სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიანტი; თბილისის იურიდიული ინსტიტუტი 2001 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2002-2003წწ. იყო საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჯგუფში (ვაშინგტონი, აშშ); 2006 წელს დაამთავრა ნიუ–იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება (LL.M.). იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტიპენდიანტი; 2009 წლიდან აქვს იურიდიული პრაქტიკის უფლება ნიუ–იორკის შტატში (ნიუ-იორკი, აშშ). 1998-2004წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, უფროსი იურისტი, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, პროექტის დირექტორი; 2004 წელს - საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული მრჩეველი; 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის წევრი; 2005-2008წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი; 2007 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი; 2007-2010წწ. - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; 2008-2014წწ. - იურიდიული კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორი; 2011-2012წწ. - საქართველოს ამერიკის სავაჭრო პალატის სამართლის ექსპერტი; 2012-2014წწ. - თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კომერციული სამართლის კლინიკის ლექტორი; 2014 წლის ოქტომბრიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2015-2017წწ.-საკვალიფიკაციო პალატის წევრი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014: რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.246; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

