| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ხუტულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს; სტაჟირება გაიარა კომპიუტერულ ტომოგრაფიაში 1991 წელს (ქ. გრაცი, ავსტრია). 1985 წელს იყო აკად. ე. ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი; 1987 წელს ხობის რაიონის საავადმყოფოს ქირურგი; 1988–1989წწ. რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული საავადმყოფოს ქირურგი; 1990 წელს მუშაობდა მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიული ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში; 1990 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების შექმნაში, რომლის ხელმძღვანელი იყო 1990 წლიდან 2000 წლის ჩათვლით; 1996 წელს გახდა პატენტის მფლობელი -"ძვლებში მინერალიზაციის განსაზღვრა"; 2000-2004 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 2004-2005 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო მთავარი სამმართველოს უფროსი; 2005-2009 წწ. ქ. თბილისსში ტელემედიცინისა და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორი; 2009-2011 წწ. საქართველოს ქირურგიის ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 2011 წლიდან დღემდე აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის "ახალი განჯა" მთავარი ექიმი, რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. არის 112 სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისევე უცხოურ სამეცნიერო კვლევით ჟურნალებში; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში: ქ. პეტერბურგი, ქ. რიგა, ქ. ვენა, ქ. გრაცი, ქ. მიუხენი, ქ. პრაღა, ქ. საკოლნიკი, ქ. ჩიკაგო, ქ. ვარშავა. რენდგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი რეტროპერიტონული ორგანოს გარეშე სიმსივნეების დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1996 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.369; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.-თბ., 2012.-გვ.77 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

