The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი ჯამასპიშვილი

დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დედოფლისწყარო, კახეთის მხარე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1963 წელს.

1963 წელს იყო ახალციხის უბნის ექიმი; 1964 წელს ამავე საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების გამგე; 1966–1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1972 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 30–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. 1988 წელს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა სანკტ–პეტერბურგში. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლის მასალები ქრონიკული არასპეციფიკური პნევმონიების დროს ბავშვებში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.371

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო პედიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: