შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციალა ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1965წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1966–1967წწ. მეანობისა და გინეკოლოგიის საქმეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1968წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1978წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1984წწ. ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1984–1988წწ. მეოთხე სამმართველოს ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის სექტორის ხელმძღვანელი; 1988–1995წწ. სამედიცინო ინფორმატიკისა და ავტომატიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1995 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის, ექიმთა ლიცენზირების სამსახურის უფროსი. ავტორია 49 სამეცნიერო ნაშრომის, თანაავტორია ორი მონოგრაფიის. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფერენტული სისტემების ქერქისა და ქერქქვეშა წამონაქმნების ურთიერთდამოკიდებულება ხელოვნური ჰიპოთერმიის პირობებში", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.372 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |