შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფო სოფრომაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტ "საქართველოს" სამკურნალო ფაკულტეტი. მუშაობდა მესამე სამშობიარო სახლში ექიმის თანაშემწედ; 2010 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ორჯერ მონაწილეობდა ISAF-ის მისიაში ავღანეთში: 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისამდე-ჰელმანდის პროვინციაში, ხოლო 2014 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით-ყანდაარის საავიაციო ბაზაზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ოცეულის მეთაური. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.255
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |