შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გახელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1991 წლიდან საქმიანობს განათლების სისტემაში, როგორც საჯარო, ისე აკადემიურსა და არასამთავრობო სექტორში. მუშაობდა მასწავლებლად, არის მეთოდური სახელმძღვანელოების ავტორი, განათლების მკვლევარი, ზრდასრულთა მწვრთნელი; პროფესიული განვითარების მრავალი პროგრამის მონაწილე საქართველოსა და უცხოეთში; განათლების რეფორმის სხვადასხვა დოკუმენტის თანაავტორი. მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტად, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მკვლევარი და მიწვეული პროფესორი. ასწავლის მომავალ პედაგოგებსა და განათლების ადმინისტრატორებს. მასწავლებელი, განათლების სფეროს მკვლევარი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.260 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |