The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ნადარეიშვილი

ზურაბ ნადარეიშვილი
Date of birth:19 August, 1961  (62 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ტორონტოს(კანადა) უნივერსიტეტის სანიბრუკის ჰოსპიტლის ინსულტის კვლევის ცენტრში, აშშ-ს ნევროლოგიურ დაავადებათა და ინსულტის ეროვნულ ინსტიტუტში.

გაიარა ინტერნატურა ვაშინგტონის(აშშ) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჰოსპიტალ-ცენტრის შინაგან სნეულებათა კათედრაზე, ხოლო შემდეგ-რეზიდენტურა ნევროლოგიაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში. მუშაობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორად და ინსულტის ცენტრის დირექტორის მოადგილედ. 2013 წლიდან ჯონს ჰოპკინსის სამეცნიერო ქსელის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინსულტის ცენტრის სამედიცინო დირექტორია(ბეთესდა, მერილენდი). მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს კანადის ინსულტის საზოგადოების პრიზი, წლის საუკეთესო ნაშრომისათვის (1999).

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.285


Share: