შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გეგელია თენგიზ![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარა ჯიხაიში, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1950 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1954 წელს. 1949-1951წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და მექანიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1951-1956წწ. დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის ასისტენტი;1956-1958წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958-1966წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1980წწ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის კათედრის ხელმძღვანელი; 1966-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; 1980-1994წწ. ამავე უნივერსიტეტის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიას, მათემატიკური ფიზიკისა და დრეკადობის თეორიის ამოცანებს; შეისწავლა სინგულარულ პოტენციალთა ტიპის ინტეგრალთა თვისებები; დაადგინა სინგულარული ინტეგრალების ასახვისა და გადაადგილების რიგის ფორმულები; იკვლევდა დრეკადობის და თერმომომენტური დრეკადობის ზოგიერთ ძირითად და კონტაქტურ ამოცანას დიფუზიის გათვალისწინებით. იგი თანაავტორია მონოგრაფიისა, რომელიც შეიცავს დრეკადობის თეორიის მათემატიკური საფუძვლების ანალიზს. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ვეკუას სახელობის პრიზი (1987). მათემატიკოსი და მექანიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978. -გვ.29; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.198 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |