The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია
Date of birth:9 October, 1978  (45 years)
Category:Historian, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა: კინგს კოლეჯი,  ლონდონი, სპეციალობით - საერთაშორისო უსაფრთხოება და სტრატეგია 2016 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობით 2020 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობით მაგისტრატურა 2022 წელს, მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2002 - 2008წწ. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია; 2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში: 2005 - 2008წწ. "საქართველო ნატოში", პროექტის კოორდინატორი;   2008 წლიდან არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; 2008 - 2010წწ. "თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭო", პროექტის კოორდინატორი; 2009 - 2013 "საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი" დამფუძნებელი; პროექტის  "ამომრჩეველთა განათლება გურიასა და მაღალმთიან რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის" პროექტის დირექტორი; 2010 წელს "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი" პროექტის კოორდინატორი; 2011-2014წწ. "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014", "საპრეზიდენტო და საპარლამენტო აჩევნები 2013 - 2012"-ის პროექტის კოორდინატორი; 2011-2013წწ. "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი" აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე; 2012 - 2013წწ. "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი პროექტში "უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა"; 2013 წელს პროექტის "კონკურენციის პოლიტიკა და რეფორმები საქართველოში" დირექტორი; 2014-2015წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიწვეული ლექტორი; 2014 წელს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი; 2014 - 2017წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველი, მდივნის მოადგილე; 2017 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2019-2020წწ. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ლექტორი, პროექტის დირექტორი; 2020 წლიდან თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2020 წელს რადიო "კომერსანტის" კონსულტანტი; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.  შეიარაღებული ძალებში დემოკრატიული კონტროლის საკითხებზე რამდენიმე პუბლიკაციის თანაავტორი. უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი. ასოცირებული პროფესორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.292; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი , წევრი
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია, წევრი (1921-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "რეფორმების ჯგუფი", წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი", წევრი (2021-2023)

Share: