შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ბეგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე დამდგმელ რეჟისორად. იყო პროგრამა "ტელევიზორი 94"-ის ავტორი. 1999 წელს დააარსა ასოციაცია-სტუდია "ტელევიზორი", რომლის ანიმაციური ფილმები: "შემოდგომის ავტობუსი", "უზარმაზარი...ცა", "პონტო შავი, შავი ზღვა"; დაჯილდოებულია მრავალი საერთაშორისო ფესტივალის პრიზებით. 2003 წლიდან ახორციელებს პროექტებს: "ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ "ვეფხისტყაოსანს". ატარებს საბავშვო შემოქმედებით აქციებს-"გაცოცხლებული ნახატები", აწყობს ექსპედიციებს საქართველოს რეგიონებში. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.311 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |