The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ჯანჯღავა

მარინა ჯანჯღავა
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს.

1982–1987წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრაზე; 1987–1991წწ. იყო ამავე კათედრის ასისტენტი; 1991–1996წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოიადგილე. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოგლობინის წარმოებულობის მნიშვნელობაქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტით დაავადებულებში", დაიცვა 1990 წელს.


 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.373


გააზიარე: