The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი გედევანიშვილი

დიმიტრი გედევანიშვილი
Date of birth:15 September, 1902
Date of death:28 March, 1990  (at 87 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1937-1948წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო  ფარმაცევტული და სტომატოლოგიური ინსტიტუტების ფიზიოლოგიის კათედრის გამგე; 1948 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1959-1973წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. შეისწავლა თავის ტვინის 55 ჰც-იანი ბიოელექტრული რიტმი, ტკივილის ქერქული წარმომადგენლობა, მუკომოტორული რეფლექსები და სხვ. ფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 33.

Member of Organizations

  • კიბერნეტიკის საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი
  • კიბერნეტიკისა და მართვის ზოგადი სისტემების მსოფლიო ორგანიზაცია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1946-)

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: