Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი გედევანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კირბალი, გორის მაზრა. დაამთავრა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1914 წელს. 1910-1912წწ. მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის, აზიისა და ამიერკავკასიის ნიადაგების გამომკვლევ ექსპედიციებში; მუშაობდა აგრონომად დაღესტანში; 1919-1929წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე; 1921-1924წწ. თბილისის სახელწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ნიადაგმცოდნეობის კათედრას. 1950 წლიდან გამოიკვლია საქართველოს მევენახეობისა და მეჩაიეობის რაიონები, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები. ნიადაგმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 33 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |