Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონარდ დეკაპრელევიჩი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. გენეტიკოს-სელექციონერი, ბოტანიკოსი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო-ისტორიული განყოფილება 1912 წელს. 1914 წლიდან თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი; 1916 წლიდან გამგე; 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორი; 1937-1973წწ. ამავე ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციის კათედრის გამგე, შემდეგ მისი საპატიო გამგე და კონსულტანტი. 1943 წლიდან სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი; 1930 წლიდან პროფესორი; დეკაპრელევიჩის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა უმთავრესად შეეხება ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს კულტურული ფლორის შესწავლას. მან სხვა მეცნიერებთან ერთად დაადგინა, რომ მსოფლიოში საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი კერაა, განსაზღვრა ხალხური სელექციის როლი ამ მცენარის გაუმჯობესებაში. გამოიყვანა ხორბლის, სიმინდის, ქერისა და ლობიოს ახალი ჯიშები. მიღებული აქვს 8 საავტორო მოწმობა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 444. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |