შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდე კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1921 წელს; მიუნხენის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი 1927 წელს. 1932-1968წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოოლოგიისა და ენტომოლოგიის კათედრის გამგე; 1945-1950წწ. დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილში. საქართველოში სამედიცინო ენტომოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ხელმძღვანელობდა საქართველოში კოღოების სახეობრივი შედგენილობისა და გავრცელების შემსწავლელ ექსპედიციებს; გამოიკვლია ჭაობებისა და მცირე ზომის წყალსატევების ფაუნა; დაამუშავა ქართული ენტომოლოგიური ტერმინოლოგია. აგრონომ-ენტომოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980, გვ. 327; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.გვ. 490 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |