შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჯაში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987–1988წწ. იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1988–1990წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1990–1991წწ. აღნიშნული საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ექიმი–ქირურგი; 1991–1994წწ. თსსუ ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი და 1996 წლიდან – თსსუ ზოგადი სპეციალიზაციის, რეზიდენტურისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის. ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "HLA სისტემის ანტიგენთა განაწილების თავისებურებანი ქრონიკული რინოსინუსოპათიების პოლიპოზური ფორმის დროს ქართულ პოპულაციაში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 375; ქართული სამედიცინო პორტალი - www.vidal.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |