The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ჯიბლაძე

მაია ჯიბლაძე
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1974წწ. ინტერნატურის კურსი გაიარა პირველი კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილების ბაზაზე; 1974–1977წწ. იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1977–1988წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის ეპილეპტოლოგიის დარგში. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გამოღვიძების დისოცირებული მოშლილობის დროს თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის თავისებურებანი ძილ–ღვიძილის ციკლში", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 377; სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ვებგვერდი http://tbilisihospital.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ეპილეფსიასთან მებრძოლთა საერთაშორისო ლიგა, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ძილის მედიცინის ასოციაცია, პრეზიდენტი

გააზიარე: