The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ცისანა ჯუღელი

Date of birth:4 March, 1927  (98 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1950 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა კათედრის ექიმი–სტაჟიორი; 1951 წელს ქობულეთის ბავშვთა სანატორიუმის ექიმი–ორდინატორი; 1952–1954წწ. მუშაოდა ღვინის მეურნეობაში ამბულატორიის გამგედ; 1955 წელს N1 სანატორიუმის ექიმ–ორდინატორად; 1956 წელს მანგლისის ბავშვთა სანატორიუმის ექიმ–ორდინატორად; 1956–1969წწ. ბორჯომ–ლიკანის სანატორიუმში კლინიკური განყოფილების გამგედ; 1969–1974წწ. სანიტარული და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1986 წელს იყო თსსი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებული ავადმყოფების სანატორიულ–საკურორტო კომპლექსური მკურნალობა ბორჯომ–ლიკანში და კომპლექსის ზოგიერთი ფაქტორების მოქმედების მექანიზმის საკითხები კუჭის წვენის სიმჟავიანობის წარმოქმნის ფუნქციაზე", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.380

Member of Organizations

  • სანატორიუმ "ლიკანის" საზოგადოება "ცოდნა", თავმჯდომარე (1962-1969)
  • ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფკავშირული ორგანიზაცია, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1988 - შრომის ვეტერანის მედალი

Share: