The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ კიკნაძე

არჩილ კიკნაძე
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1933
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 2006  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1956 წელს. 

1961-1965წწ. მუშაობდა წყლის რესურსების სახელმწიფო კომიტეტში; 1978 წლიდან იყო ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1980-1992წწ. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქზღვა ნაპირდაცვის" გენერალური დირექტორი და "სსგ ზღვის მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" დირექტორი; 1972-1981წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების მორფოდინამიკის ლაბორატორიის გამგე; 1973 წლიდან ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002 წლიდან ზღვის სანაპირო ზონის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი; ბოლო პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის პროფესორი და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების მორფოდინამიკის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით საქართველოში შეიქმნა და განვითარდა საზღვაო სანაპიროს რელიეფის მორფოდინამიკის სამეცნიერო მიმართულება. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ზღვის სანაპირო დარგის შემსწავლელი სკოლა. მისი სამეცნიერო საქმიანობის მთავარი დამსახურებაა ის, რომ მსოფლიოში პირველად, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქზღვა-ნაპირდაცვა", რომელმაც აღიარება მოიპოვა მსოფლიოში ამ დარგში მოღვაწე სპეციალისტთა შორის. ქართველი გეოლოგი, გეომორფოლოგი, საქართველოში ზღვების ნაპირების მორფო-ლითო-დინამიკის სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, სსრკ-ში ზღვის სანაპირო ზონის ლითოდინამიური სისტემების კონცეფციის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ზღვის პლაჟის დინამიკა ნაპირდაცვის პოზიციებთნ დაკავშირებით საქართველოს ფარგლებში", დაიცვა 1970 წელს (ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "სანაპირო ზონის მორფოდინამიკა და მისი გამოყენების ოპტიმიზაცია (საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მაგალითზე)", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.151-152; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-2006)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (2000-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ღირსების მედალი
  • 1987 - ფოთის საპატიო მოქალაქე
  • 1986 - შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: