The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კობიძე

დავით კობიძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1981  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუა ამაღლება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1948 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 1949 წლიდან პროფესორი; 1953 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ენისა და ლიტერატურის ისტორიას; კლასიკური და აღორძინების ხანის ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების და ქართული და სპარსული პოეტიკის საკითხებს. თარგმნა საადის "ბუსთანი" და "გოლესთანი". აღმოსავლეთმცოდნე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980, გვ. 566; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 103

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: