The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალფრედ კოლაკოვსკი

ალფრედ კოლაკოვსკი
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1997  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიევი.

საბჭოთა ბოტანიკოსი. მისი ძირითადი შრომები ეხება კავკასიას, განსაკუთრებით, კოლხეთის მცენარეულ საფარს, მის ბოტანიკურ-გეოგრაფიულ დარაიონების საკითხებს, აფხაზეთის პლიოცენურ ფლორას; მან დაადგინა და აღწერა კოლხეთის მესამეული პერიოდის ფლორის 120-მდე ახალი სახეობა და 2 ახალი გვარი; გამოავლინა შიშველთესლოვანთათვის აქამდე უცნობი ეპიდერმული ტიპის სტრუქტურა; დაადგინა კოლხეთში მესამეული პერიოდის ფლორის რეფუგიუმის (თავშესაფარის) უწყვეტობა; პალეობოტანიკური ანალიზისა და ჰოლარქტიკის რელიექტური ფლორის შესწავლის საფუძველზე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ფარგლებში გამოყო სრულიად ახალი ბოტანიკურ-გეოგრაფიული ხმელთაშუამთიანეთის ოლქი; შექმნა კავკასიის ნამარხი მცენარეების კატალოგი; "აფხაზეთის ფლორას" ავტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980, გვ. 577; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 118

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - აფხაზეთის ასსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: