შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა თოლორდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა სარეკლამო სააგენტოებთან. მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის(WWf) კავკასიის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. არის ავტორი სტატიებისა თანამედროვე მუსიკალურ კულტურაზე. 2009 წელს გამოვიდა მისი წიგნი "საუბრები ჯაზზე". არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "უცნობი მუსიკის" რადიო და ტელეფორმატების ავტორი და წამყვანი. მუსიკის კრიტიკოსი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.168 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |