Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ მაისაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი, საქართველოს ჰუმანიტარული-ტექნიკური ინსტიტუტი და სახელმწიფო მართვის მოხელეთა ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაზვერვის მთავარი სამმართველოს კონსულტანტად, ნატოსთან საქართველოს დიპლომატიური მისიის მრჩევლად; ეუთოს მისიის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების კონსულტანტად. 2009-2013წწ. სასჯელს იხდიდა საპატიმროში, რომელიც დატოვა პოლიტპატიმრის სტატუსით(საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება). კითხულობდა ლექციებს კავკასიის ბიზნესსკოლაში, თსუ-ში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბრატისლავის(სლოვაკეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეკუთვნის რამდენიმე გამოკვლევა და სამეცნიერო მონოგრაფია. 2013 წლიდან სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის საზოგადოებრივი საბჭოს წევრია. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.22 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |