The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ მაისაია

ვახტანგ მაისაია
Date of birth:28 August, 1972  (51 years)
Category:Political Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი, საქართველოს ჰუმანიტარული-ტექნიკური ინსტიტუტი და სახელმწიფო მართვის მოხელეთა ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი.

მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაზვერვის მთავარი  სამმართველოს კონსულტანტად, ნატოსთან საქართველოს დიპლომატიური მისიის მრჩევლად; ეუთოს მისიის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების კონსულტანტად. 2009-2013წწ. სასჯელს იხდიდა საპატიმროში, რომელიც დატოვა პოლიტპატიმრის სტატუსით(საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება). კითხულობდა ლექციებს კავკასიის ბიზნესსკოლაში, თსუ-ში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბრატისლავის(სლოვაკეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეკუთვნის რამდენიმე გამოკვლევა და სამეცნიერო მონოგრაფია. 2013 წლიდან სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის საზოგადოებრივი საბჭოს წევრია. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.22

Awards and Honors

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    პოლიტოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

Bibliography


Share: