შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ხოშტარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები. 2002 წელს სტაჟიორი ადამიანის უფლებების "მოსკოვის ჰელსინკის გრუპის" და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული საქართველოს საელჩო; 2004 წლიდან საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი შსს-ში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილე; 2004-2006წწ. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი; 2007-2012წწ. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; 2012-2016წწ. "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" GRASS; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2020 წლის 28 დეკემბერს დატოვა პარტია "ევროპული საქართველო", 2021 წლის 8 მარტს ე. ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დაააფუძნა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |