Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით; უკრაინის ნაციონალური თავდაცვის აკადემია; აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯი. გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს აკადემიაში; მარშალის სახელობის უსაფრთხოების შესწავლის ეროვნულ ცენტრში(გერმანია); აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამაგისტრო სკოლაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში; იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი; დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე. 2013-2016წწ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. გერმანიასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და სამაგალითო თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდა გერმანიის შეიარაღებული ძალების ღირსების ოქროს ჯვრით, აშშ-ის ეროვნული გვარდიის საპატიო მედლით. გენერალ-მაიორი (2013), სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2014), უკრაინის სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის საპატიო დოქტორი (2016). წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.250; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.282 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |