შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ჩლაჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი; გაიარა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის(NIMD) კურსი. 1974-1995წწ. მუშაობდა განათლების სფეროში; 1995 წლიდან მოღვაწეობს არასამთავრობო სექტორში; 2004-2008წწ. იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის ჟურნალისტი ეუთოს ეგიდით; 2006-2008წწ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი. არის არასამთავრობო ორგანიზაცია "რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; კოალიციის-"ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის"-წევრი; ასოციაცია "თანხმობის" ერგნეთის საინტეგრაციო ცენტრის კოორდინატორი. სამოქალაქო აქტივისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.290 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |