The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ევგენიძე

ნინო ევგენიძე
Date of birth:22 September, 1975  (49 years)
Category:Economist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიით დაამთავრა ლონდონის ეკონომიკის სკოლა და მიენიჭა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი. სხვადასხვა დროს სწავლობდა მაასტრიხტის(ჰოლანდია) უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე და სტენფორდის(აშშ) უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის პროგრამაში.

მუშაობდა ეკონომიკური რეფორმების ცენტრის მრჩევლად საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში; ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად; საქართველოს ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიების მედიაკოორდინატორად; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერად. 2010 წლიდან არის ამავე ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

 წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ. 332    

Bibliography


Share: