შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახუშტი მენაბდე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმციდნეობის სპეციალობით. მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სფეროში. იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოში. 2010 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში(საია) ინფორმაციისა და მედიის თავისუფლების განხრით, წარმოადგენდა საიას საკონსტიტუციო სასამართლოში. 2012 წლიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC) დირექტორია. არის ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე რამდენიმე ანგარიშისა და კონსტიტუციურ სამართალში აკადემიური ნაშრომის ავტორი. სამართალმცოდნე, კონსტიტუციონალისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ. 346 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |