The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით სიხარულიძე

დავით სიხარულიძე
Legal name:ვასილ სიხარულიძე
Date of birth:30 May, 1968  (55 years)
Category:Diplomat, Medical Doctor, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, კვალიფიკაცია - ექიმი პედიატრი 1993 წელს. ინტერნატურა − ფსიქიატრიის ინსტიტუტი − კვალიფიკაციით ექიმი ფსიქიატრი; 1997-2001წწ. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები ჯ. მარშალის სახელობის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში (გერმანია), ნატოს კოლეჯში (რომი), შვედეთის თავდაცვის კოლეჯში, სამხედრო-საზღვაო სამართლის სკოლაში (აშშ), ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში (შვეიცარია); 2010-2011წწ. მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი; ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა სახელმწიფო მმართველობის განხრით.

1993-1995წწ. მუშაობდა ფსიქიატრიის ინსტიტუტში ექიმ-ფსიქიატრად; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წამყვან სპეციალისტად; 1995-1996წწ. ასრულებდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას; 1996-2000წწ. საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 2000-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსი; 2002-2004წწ. ნატოში საქართველოს დიპლომატიური  მისიის ნატოში (ბრიუსელი, ბელგია) ხელმძღვანელის მოადგილედ. 2004 წლიდან იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. 2004-2005წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე;2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი; 2009-2010წწ. პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში; 2011-2017წწ. მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტში, კავაკსიის უნივერსიტეტში;2011 წლიდან საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე; 2011წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2017/01/06 ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) ფულბრაიტის პროგრამის მკვლევარი; 2018 წლიდან ასწავლის თბილისის ღია უნივერსიტეტიში ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამას. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.21; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.147

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: