The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჟიჟილაშვილი

ნინო ჟიჟილაშვილი
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით; ორებროს(შვედეთი) უნივერსიტეტის გლობალური ჟურნალისტიკის მაგისტრატურა; თომსონის ფონდის ჟურნალისტური სკოლა(ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, ტელეკომპანიებში "მზე", "იბერია", "მაესტრო", "ინტერპლუსი"(უკრაინა). თავისუფალი ჟურნალისტის სტატუსით თანამშრომლობს რადიო "უცნობთან", ჟურნალ "ლიბერალთან", ვებგამოცემა "ნეტგაზეთთან", სტუდია "რესთან". არის კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.40


გააზიარე: