შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ავაქიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუშაობდა ფონდ "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრის" რეფერენტად; ევროპის საბჭოს განათლების დირექტორატის საგანმანათლებლო პოლიტიკისა და საქართველოს უმცირესობების სამუშაო ჯგუფის ექსპერტად; თანამშრომლობდა ფონდ "ჰორიზონტთან" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. არის საქართველოს სომეხ ახალგაზრდათა კავშირის, ქართველ სომეხთა გაერთიანება "ნორ სერუნდისა" და საქართველოს სომეხთა ეროვნული კონგრესის დამფუძნებელი; არასამთავრობო ორგანიზაცია "შენ"-ის პრეზიდენტი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული უმცირესობების საბჭოს წევრი. საზოგადოებრივი აქტივისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.84
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |