The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუიზა ბოჩკოვა-ხვიჩია

დაბადების თარიღი:26 მარტი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორად; პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ქართული ლიტერატურის კაბინეტის გამგედ; უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების გამგედ; ამავე ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ; ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭოს წევრი. გამოცემული აქვს ორმოცდაათზე მეტი სამეცნიერო და ლიტერატურული ნაშრომი და რამდენიმე წიგნი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.120

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: