Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ჯანაშია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრაიბურგისა და მიუნხენის(გერმანია) უნივერსიტეტებში. გაიარა ჰარვარდის(აშშ) უნივერსიტეტის მაგისტრატურა განათლების მიმართულებით. მუშაობდა საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლად; 2004-2009წწ. სათავეში ედგა განათლების რეფორმის პროექტ "ილია ჭავჭავაძის", სასწავლო გეგმების, სახელმძღვანელოებისა და მოსწავლეების შეფასების მიმართულებას; მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და დაინერგა ეროვნული სასწავლო გეგმა, დაარსდა სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ჩატარდა გამოკვლევები მოსწავლეთა სწავლის შედეგების მიმართულებით. მისი ავტორობით შემუშავებულია პოლიტიკის დოკუმენტები განათლების ხარისხის, განათლების მართვის, სკოლების უსაფრთხოებისა და მასწავლებლების მომზადების სფეროებში; იკვლევს საქართველოს და საერთაშორისო განათლების პრობლემებს. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორანტი, განათლების საკითხთა ექსპერტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ. 156 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |