შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჯანდიერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; რობერტ შუმანის სახელობის სტრასბურგის(საფრანგეთი) უნივერსიტეტის ევროპული სწავლების უმაღლესი სკოლა. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში. მუშაობდა ტელეკომპანია "იბერიაში" ასისტენტად, კორესპონდენტად; პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პრესმდივნად იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში; ქუთაისის მერის თანაშემწედ; 2001-2005წწ. იყო იურისტთა და ადვოკატთა კავშირ "პროცესის"ადვოკატი. 2008 წელს სტაჟირება გაიარა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში(სტრასბურგი). 2012-2013წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.248
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |