Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ გურჩიანი![]()
Biographyდაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს; ვირჯინიის(აშშ) William and Mary-ის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამა. 2004-2010წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად; 2007-2009წწ. იყო ადამიანის უფლებათა ინსტრუქტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; 2010-2011წწ. მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი The College of William and Mary-ში, ვირჯინიაში (აშშ); ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა ორგანიზაციებში: The National Security Archive და Sunlight Foundation, ვაშინგტონში (აშშ); 2011-2015წწ. სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა კონსულტანტად შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგი და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარება; არის "რადიო თავისუფლების" ქართული ბიუროს ბლოგერი და რეგულარულად წერს ადამიანის უფლებების შესახებ; აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის" (ACCESS) ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი; ის არის არასამთავრობო ორგანიზაციების გამგეობის წევრი: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "ორბელიანი". სამეცნიერი ინტერესის სფეროები: ადამიანის უფლებათა სამართალი, ანტიდისკრიმინაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი, შესავალი სამართალმცოდნეობაში. სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ. 263; faculty.iliauni.edu.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |