| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო ცქიტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთებთან: "ახალგაზრდა ივერიელი", "7 დღე", "ჯორჯიან თაიმსი", "რეზონანსი"; 1996-2001 წლებში მუშაობდა გაზეთების - "რეზონანსის" და "ივერია ექსპრესის" კორესპონდენტად; იყო "რეზონანსის" მორიგე რედაქტორი; 2001-2005 წლებში იყო "ახალი ვერსიის" მთავარი რედაქტორი; გაერთიანებული ქართული მედიისა და ბიზნესის ჯგუფის მთავარი რედაქტორი; 2006 წელს - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2007-2010 წლებში - გამოცემა "სახე(ლ)ები", მიმომხილველი, ჟურნალისტი; 2008-2009 წლებში - გაზეთ "ვერსიის" რედაქტორი; 2009-2015 წლებში - ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის humanrights.ge მთავარი რედაქტორი; 2013-2014 წლებში - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე; 2013 წლიდან - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. 1993 წლიდან მისი ლექსები და მოთხრობები ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში: "რუბიკონი", "ალტერნატივა", "არილი" და სხვა; გამოცემული აქვს წიგნები: "Aielite", "ომი პროზად" ("ბებერი პოეტების ორდენის წევრთა ერთობლივი თვითგამოცემები"), "ქვები", "თავები". უფლებადამცველი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.308 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

