შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯანა ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1990 წლიდან მუშაობს ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირების დარგში(პრევენცია, ფსიქოთერაპიული დახმარება, ნარკოვითარების ანალიზი), 1995 წლიდან -შეიარაღებული კონფლიქტების, ტერორიზმისა და პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ტრამვირებული მოსახლეობის პრობლემებზე. არის ტრამვული სტრესის კვლევის ევროპული საზოგადოების წევრი, საქართველოს ფსიქოტრამვის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მუშაობს ფონდში "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში", რომელიც ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმების განხორციელებას; იკვლევს სტალინის რეპრესიების ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მსხვერპლთა ოჯახებზე. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.129 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |