The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე
Date of birth:25 April, 1981  (44 years)
Category:Diplomat, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლობდა დრიუს (აშშ) უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2003 წელს-ბუდაპეშტის (უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპულ კვლევათა მაგისტრი. 2010 წელს მიენიჭა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.

საქართველოს წარმომადგენლობა გაეროსთან, სტჟიორი (2001); ინგლისური გამომცემლობა "24 საათი" (2004); 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნუვერსიტეტის პროფესორი; 2004-2005წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსი მრჩეველი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2005); საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი (2006); 2006-2007წწ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2008-2011წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 2011-2012წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2012-2016წწ. საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2013); 2013-2016წწ. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი; 2016 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, სააჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.215; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტი, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", წევრი (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონები", წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო", წევრი (2017-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" , წევრი (2016-2017)

Awards and Honors

  • 2016 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Bibliography


Share: