Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ გეგეშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1978 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალურიგეოგრაფიის კათედრის ასპირანტურა 1981 წელს. 1992 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1992-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ეროვნული უსაფრთხოების საგარეო-პოლიტიკური უზრუნველყოფის ჯგუფის მრჩეველი; 1995-1996წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში; 1996-2000წწ. სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი; საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2000-2001წწ. სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) ფულბრაიტის სახელობის სტიპენდიანტი მკვლევარი; 2001-2013წწ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მთავარი მკვლევარი; ფონდის პროგრამების ფარგლებში სალექციო კურსს კითხულობდა გლობალიზაციისა და განვითარების საკითხებზე, ატრებდა ტრენინგებს პოლიტიკის ანალიზში; სტენფორდის უნივერსიტეტში იყო ფულბრაიტის მოწვეული მკვლევარის რანგში; 2013- 2016წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში – აკრედიტებული ბაჰამის თანამეგობრობაში, ჰაიტის რესპუბლიკასა და გრენადაში. გეოგრაფიის დოქტორი (1985). 2016 წლიდან ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.226; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.54 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |