შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ აკოფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის უცხო ენათა ფაკულტეტი თურქულ-ქართული ფილოლოგიის სპეციალობით, ერევნის ავეტიკ მკრტიჩიანის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად ახალციხის რაიონის სოფელ წირის სომხურ სკოლასა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში"; 2006 წლიდან იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ხოლო 2008 წლიდან-ამავე საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალურ საკითხთა სა სპორტის კომისიის თავმჯდომარე; 2010 წლიდან იყო სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012. გვ.166
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |